«Матч ТВ» ტიმოშუკი მიუნხენის "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს

«Матч ТВ» ტიმოშუკი მიუნხენის "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშუკი, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს.

რა შანსი აქვს "ლიონს" მიუნხენის "ბაიერნთან", რომელმაც კატალონიის "ბარსელონას" ანგარიშით 8:2 სძლია?

რა თქმა უნდა, ბრწყინვალე მატჩი იყო. თუმცა მატჩის საწყისი პერიოდი "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბმა კარგად უნდა გაანალიზოს. გარდა იმისა, რომ "ბარსელონამ" ანგარიში გაათანაბრა, მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ამის შემდეგაც ჰქონდათ. მთლიანობაში კი "ბავარიამ" ფენომენალური შეხვედრა გამართა. ეს გუნდი ძალიან მაგონებს 2013 წლის "ბაიერნს", მაშინ ჩვენ ტრებლი გავიფორმეთ. ვფიქრობ, "ბაიერნს" ეხლაც აქვს ამის შესაძლებლობა. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველი, რა თქმა უნდა, "ბაიერნს" ვქომაგობ.

"ბარსელონასთან" მიღწეული გამარჯვება ნაცნობებთან ერთად ხომ არ აღნიშნეთ? ვგულისხმობ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს.

დიახ, ვესაუბრე მანუელ ნოიერს და დავიდ ალაბას. მათ ვუსურვე ამ კონცენტრაციის შენარჩუნება. როდესაც ანგარიშით 8:2 იმარჯვებ, ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგაგდოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება. ასე რომ, აუცილებელია ყურადღებით თამაში. ძალიან მომეწონა რუმენიგეს ინტერვიუ. იგი აღნიშნავდა, რომ ფეხბურთელების მხრიდან დიდ ზეიმს მოელოდა, თუმცა მისდა გასაკვირად მოთამაშეები ძალიან წყნარად დახვდნენ გასახდელში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფეხბურთელები მოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ ემზადებიან.

ნოიერთან და ალაბასთან საუბრის დროს, ამ ეიფორიის მომენტი ხომ არ შეგიმჩნევიათ?

"ბავარიაში" ასეთი მომენტი მალე ქრება. ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდგომ კლუბში, როგორც წესი, ვახშამი იმართება, გულშემატკივრებთან ან სპონსორებთან ერთად. ეს წვეულება, ძალიან წყნარად მიმდინარეობს. ძალიან კარგად აღნიშნა პრეზიდენტმა - "შევჭამეთ და დავიშალეთ ნომრებში. ვემზადებით შემდეგი თამაშისათვის" დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან დიდი დღესასწაული არც ამჯერზე არ იქნება. დიახ, ყოველდღე "ბარსას" 8:2 ვერ დაამრცხებ, თუმცა იგივე 2013 წელს ჩვენ 4:0 და 0:3 გავიმარჯვეთ. ასე, რომ გამოცდილება უკვე არსებობდა. "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს რაღაც ფანტასტიურია, თითოეული მათგანი, წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს და გამარჯვებები წყურიათ, ამით კი სიამოვნებას იღებენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.