ლუჩესკო: პირლოს აქვს შესაძლებლობა გვარდიოლას და ზიდანის დონეს მიაღწიოს

ლუჩესკო: პირლოს აქვს შესაძლებლობა გვარდიოლას და ზიდანის დონეს მიაღწიოს კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკო ანდრეა პირლოს შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. მისი განცხადებით, პირლოს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ დიდი სპეციალისტი გახდეს.

"ვიცოდი, რომ პირლო მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. ასე იყო სიმეონეს შემთხვევაშიც, როდესაც ჩემი ხელმძღვანელობით ის "პიზას" შემადგენლობაში ასპარეზობდა. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ პირლო საკუთარ სამწვრთნელო კარიერას ტურინის "იუვენტუსის" რიგებში იწყებს. ეს მისთვის სარისკო არჩევანი არ არის, რადგან ასეთია კლუბის პოზიცია და მას ყველაფერში მხარს დაუჭერს. პირლოს გამო ბედნიერი ვარ.

"მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გვარდიოლას და ზიდანის დონეს მიაღწიოს. მან ფეხბურთელის რანგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შეუძლია დიდი მწვრთნელიც გახდეს."
- ციტირებს გამოცემა Tuttosport მირჩა ლუჩესკოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.