კუმანი: შემადგენლობით კმაყოფილი ვარ

კუმანი: შემადგენლობით კმაყოფილი ვარ კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, გამოცეემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, "ბარსელონას" სათამაშო სქემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი სისტემა იდეალურია ხსენებული გუნდისთვის.

"მე მთავარი მწვრთნელი ვარ და საკუთარ სისტემას უპირატესობას ვანიჭებ. რატომ უნდა ვითამაშოთ ფართო ფლანგებით, როდესაც ჩვენ გამოკვეთილი ვინგერი არ გყვავს? ფეხბურთელების ხარისხის გათვალისწინებით, ჩემი აზრით 4-2-3-1 სისტემა, იდეალურია გუნდისთვის."

"გუნდი ნორმალურ მდგომარეობაშია, მე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით, იმით ვინც გვყავს. რა თქმა უნდა, ვცდილობდით შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, თუმცა ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული. ასე, რომ ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ და გულმოდგინე შრომა განვაგრძოთ."
- ციტირებს გამოცემა AS რონალდ კუმანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.