სუარესი: ხელმძღვანელობას სურდა, რომ მესის ჩამოვშორებოდი

სუარესი: ხელმძღვანელობას სურდა, რომ მესის ჩამოვშორებოდი მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ლუის სუარესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კატალონიის "ბარსელონადან" წამოსვლას იხსენებს. სუარესი ასევე მოგვითხრობს, ლეო მესისთან არსებულ ურთიერთობაზე.

"ჩემი აზრით, ხელმძღვანელობას სურდა, რომ მესის ჩამოვშორებოდი. შესაძლებელია, მათ აღელვებდათ, ის ფაქტი რომ ლიონელთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ალბათ, მათი სურვილი იყო, რომ მესის ჩემთან რაც შეიძლება მცირე დრო გაეტარებინა. ვერ ვპოულობ, ვერც ერთ მიზეზს თუ რატომ უნდა დაეზიანებინა ჩვენს ურთიერთობას გუნდის ინტერესები. რა თქმა უნდა, ლეო ძალიან მენატრება, თუმცა ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ერთმანეთს. ვიცით, ჩვენი მეგობრობის ფასი და ერთმანეთს, უამრავ მოსაზრებას ვუზიარებთ." - ციტირებს გამოცემა ESPN ლუის სუარესის სიტყვებს.

ლუის სუარესი კატალონიურ კლუბში 2014 წელს გამოჩნდა. "ლივერპულიდან" მისმა ტრანსფერმა 82 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 12 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.