სუარესი: მესის რეაქცია არ გამკვირვებია

სუარესი: მესის რეაქცია არ გამკვირვებია კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი შემტევი ლუის სუარესი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ურუგვაელი ფეხბურთელი მოცემულ მომენტში მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს.

"მესის რეაქცია არ გამკვირვებია, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორი ტკივილი განიცადა. ამ ტკივილს განვიცდიდი მეც. მესი თვლიდა, რომ კლუბიდან გამაგდეს, რომ ასე არ უნდა გაყოფილიყო ჩვენი გზები. არსებობდა დამშვიდობების სხვა ხერხებიც. ლეო აღელვებული იყო იმის გამო, თუ როგორ დასულდა ჩემი ხანგრძლივი, 6 წლიანი მოგზაურობა ხსენებულ კლუბში."

"ჩემს ოჯახს სურდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. "ბარსელონას" მრავალი უცნაურობა ახასიათებს. მაგალითად, ინდივიდუალურად ივარჯიშებ, თუ შენს გამოყენებას არ გეგმავენ მოახლოებულ მატჩებში. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, როდესაც ვხედავდი რომ ამას ჩემი ახლობლები უყურებდნენ და მირჩევდნენ ახალი გამოწვევა მიმეღო. როდესაც ჩემს მიმართ დაინტერესება "ატლეტიკომ" გამოხატა, მე ერთი წამითაც არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, რაღაც ასპექტებზე მუშაობა ჯერ კიდევ მმართებს, თუმცა აქ ყოფნით ბედნიერი ვარ." - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ლუის სუარესის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ