მარკ-ანდრე ტერ შტეგენი «ბარსელონასთან» კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი «ბარსელონასთან» კონტრაქტს გაახანგრძლივებს ცნობილი სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «კატალონიის ბარსელონას» კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ესპანურ გრანდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, მოქმედი კი 2022 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით გერმანელი გოლკიპერის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევროს შეაგდნს.

28 წლის მეკარე კატალონიური კლუბის ღირსებას 2014/15 წლის სეზონიდან იცავს. ესპანელებმა მიონხენგლადბახის ბორუსიას ტერ შტეგენის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა მეკარემ ლა ლიგაში ტრავმის გამო არცერთ შეხვედრაში არ მიიღო მონაწილეობა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.