კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიესთან ბრძოლას დათანხმდა

აღსანიშნავია, რომ ირლანდიელ მებრძოლს პორიესთან ბრძოლა მიმდინარე წელსვე სურს.
«გამარჯობა დასტინ! UFC-ს წინადადებას დავთანხმდი, თუმცა ვუთხარი, რომ ბრძოლა 2020 წელს უნდა გაიმართოს. მზად ვარ 21 ნოემბრისთვის, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ ქარდს ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. მზად ვარ დეკემბერის ნებისმიერი თარიღისთვისაც, 12 ან 19 რიცხვი. მინდა გითხრა, რომ მე მაინც შემოვწირავ შენს საქველმოქმედო ორგანიზაციას 500 000 დოლარს», - დაწერა კონორმა ტვიტერში.
Hello Dustin! I accepted the @ufc offer to fight you, but told them it must happen in 2020. I’m ready for Nov 21st, given that cards recent injury issues, as well as any of the December dates, the 12th and the 19th. I’ll also still donate the $500k to The Good Fight Foundation 🙏 https://t.co/23hN4AHtoI
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 8, 2020
«შესანიშნავია, ჩვენ ამ თანხას გამოვიყენებთ ქალაქგარეთ კრივისა და MMA-ს აკადემიის ასაშენებლად, სადაც მე და დი სი გავიზარდეთ, ეს იქნება ბავშვებისთვის გაკეთებული შესანიშნავი საჩუქარი», - უპასუხა დასტინ პორიემ.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს და 12 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC Apex არენაზე გაიმართება UFC 255 და UFC 256 ტურნირები, ხოლო 19 დეკემბერს mma-ს უდიდეს პრომოუშენს UFC Fight Night აქვს დაგეგმილი.