კრისტიან ერიქსენი: «არ მინდა მთელი სეზონი სკამზე ვიჯდე»

— არ მინდა მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. ვიმედოვნებ, რომ ეს კლუბის ან მწვრთნელის ჩანაფიქრი არ არის. სეზონი დაძაბული იქნება, უამრავი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, იმედი მაქვს თამაშის საშუალება მომეცემა», - კრისტიან ერიქსენის სიტყვებს ციტირებს Football-Italia.
— არასდროს არ არის კარგი სკამზე ჯდომა და გამოცდილების ზრდასთან ერთად ადმიანი ნაკრებლად მომთმენი ხდება. ჩემზე დიდი იმედები იყო დამყარებული, ხალხი ფიქრობდა, რომ მე მნიშვნელოვან როლს შევასრულებდი თითოეულ მატჩში, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ მიყურებენ ახლა სხვა თვალით».
— ტრანსფერის შესახებ ჩემი აგენტისგან არაფერი მომისმენია. არაფერი კონკრეტული. მივეჩვიე პრესის მიერ გავრცელებულ ჭორეს, თუმცა არ შემიძლია გითხრათ რომელი ინფორმაციაა მართალი და რომელი ტყუილი», - განაცხადა კრისტიან ერიქსენმა.