თომას მიულერი: დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ

თომას მიულერი: დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი თომას მიულერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკმაყოფილოა დაცვის მოქმედებით.

"პრობლემა თავშია. როდესაც ხუთ ტიტულს ეუფლება, გაჩერება ადვილია. ეს ლოგიკურიცაა, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ლოგიკას მივყვეთ. ჩვენ "ბაიერნი" ვართ, ბევრ რამეს შესანიშნავად ვაკეთებთ, მაგრამ დაცვაში ნამდვილად მოვიკოჭლებთ...

"რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით კმაყოფილები იმით თუ როგორ ვთამაშობთ დაცვის ხაზში. ჯერჯერობით არ ვაგებთ, თუმცა გვაქვს განცდა, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება. ამდენი მიღებული გოლი, ამდენ შეხვედრაში... ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს სათანადო ოსტატობა კარგ თამაშს დავუბრუნდეთ, მაგრამ ახლა ბევრ შეცდომებს ვუშვებთ." - ციტირებს გამოცემა Sky თომას მიულერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.