მაქს ფერსტაპენი «ჰონდას» წასვლის შესახებ საუბრობს

— ჰონდამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეც კონტრაქტზე ხელი მოვაწერე, თუმცა ჰონდას გუნდიდან არავის არასდროს განუცხადებია ფორმულა 1-ში დიდი ხნით დარჩენის შესახებ, ასე რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი იყო», - ამბობს ფერსტაპენი.
— კიდევ წელიწად-ნახევარი ჰონდას ძრავს გამოვიყენებთ, ხოლო შემდეგ ფორმულა 1 ახალ რეგლამენტზე გადავა. კონცენტრირებული ვარ, რომ პილოტირება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მოვახდინო. რაც შეეხება ძრავს - იმედი მაქვს, რომ ჩვენ ის გვექნება და მე არ მომიწევს ფრედ ფლინსტოუნივით ბოლიდის გადაადგილება», - მაქს ფერსტაპენის სიტყვებს ციტირებს Racefans.