ბეილის აგენტი: «ტოტენჰემთან ერთად გარეთს პრემიერ ლიგის მოგება სურს»

ბეილის აგენტი: «ტოტენჰემთან ერთად გარეთს პრემიერ ლიგის მოგება სურს» გარეთ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა, ცნობილ სპორტულ გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში უელსელი ფეხბურთელის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტოტენჰემთან ერთად გარეთს პრემიერ ლიგის მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი 2013/14 წლების სეზონში ტოტენჰემიდამ მადრიდის რეალში გადავიდა. სამეფო კლუბმა უელსელი შემტევის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლონდონელებს 101 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალსა და ტოტენჰემს შორის საბოლოოდ შედგა შეთანხმება და გარეთ ბეილი ლონდონში 1 წელს გაატარებს არენდის წესით.

გარეთს პრემიერ ლიგის მოგება ტოტენჰემთან ერთად სურს, ეს ეჭვგარეშეა. ლონდონელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და დიდებული მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, რომ გარეთთან ერთად ტოტენჰემი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს», - ბარნეტის სიტყვებს ციტირებს Sky Sports.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.