ერთა ლიგის ტურნირი არ გადაიდება

ერთა ლიგის ტურნირი არ გადაიდება პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად UEFA-მ ეროვნულ ფედერაციებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ერთა ლიგის ტურნირი არ გადაიდება.

აღნიშნული ტურნირის გადადებას საფეხბურთო ტოპ-ქვეყნები ითხოვდნენ, რომლებიც არგუმენტებად ისედაც გადატვირთულ გრაფიკს და კორონა ვირუსით გამოწვეულ პანდემიურ მდგომარეობას ასახელებდნენ. როგორც ჩანს ნახსენებმა მოსაზრებამ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ფედერაციების უმეტესობამ ტურნირის ჩატარებას დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ერთა ლიგის ტურნირი გადაიდება სანაკრებო შეკრება უახლოესი ერთი წელი არ შედგება — ამგვარი რამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად UEFA-მ მოახერხა წამყვანი ფედერაციების დარწმუნება ერთა ლიგის ტურნირის გამართვის აუცილებლობაში. გაცნობებთ, რომ დღეს ვიდეო კონფერენციის საშუალებით ერთა ლიგის ტურნირის ნიუანსებს, მატჩების გრაფიკსა და საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.