ჰუსემ აუარი: «იმედგაცრუებული არ ვარ»

ჰუსემ აუარი: «იმედგაცრუებული არ ვარ» ცნობილ გამოცემა Daily Mail-თან მიცემულ ინტერვიუში, «ლიონის» ფრანგმა ნახევარმცველმა, ჰუსემ აუარიმ, «არსენალში» გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებული არ არის.

იმედგაცრუებული ვარ თუ არა? პირიქით. სახლში ვიმყოფები, იმ კლუბში ვასპარეზობ, რომელიც მიყვარს, ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ვარ. უფრო მეტად მოტივირებული ვარ და მინდა ლიონი ფრანგული კლუბებს შორის ლიდერის პოზიციებზე დავაბრუნო», - აუარი სიტყვებს ციტირებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი აუარის შეძენას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეთოფეები 22-წლის ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და ჰუსემ აუარის შეძენას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.