«მანჩესტერ სიტი» კევინ დე ბრეინეს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს

«მანჩესტერ სიტი» კევინ დე ბრეინეს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მანჩესტერ სიტი» მზადაა ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს, კევინ დე ბრეინეს, ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც 5 წელზე იქნება გათვლილი.

წყაროს ინფორმაციით ქალაქელები 29-წლის ბელგიელს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კევინ დე ბრეინე სიტიში ასპარეზობით კმაყოფილია, ასევე მოსწონს კლუბში მისი ამჟამინდელი როლი და მდგომარეობა.

The Times-ის ცნობით 29-წლის ბელგიელი დიდი ალბათობით «მანჩესტერ სიტის» მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ დე ბრეინე ინგლისური კლუბის რიგებში 2015/16 წლების სეზონიდან ირიცხება. ქალაქელებმა 29-წლის ბელგიელის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ვოლფსბურგს 76 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მოქმედი კონტრაქტი კევინ დე ბრეინეს 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.