ჟირუ: შევჩენკო ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი იყო

"როდესაც თინეიჯერი ვიყავი, ის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუ ყველასგან გამორჩეული არა. მატჩის დასრულების შემდეგ მასთან მივედი, მივესალმე და მაისურზე ავტოგრაფი ვთხოვე, რადგან მისი დიდი ქომაგი ვარ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს." - ციტირებს ოლივიე ჟირუს სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა, საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დამანგრეველი ანგარიშით მარცხი განიცადა. 1:7 - სწორედ ეს შედეგი დაფიქსირდა ტაბლოზე.
They say you should never meet your heroes...ask @_OlivierGiroud_ and he'll tell you 'they' are wrong 🤩 pic.twitter.com/aLaLXLMSEo
— French Team ⭐⭐ (@FrenchTeam) October 8, 2020