პოგბა: "რეალში" თამაში ნამდვილი ოცნებაა

პოგბა: "რეალში" თამაში ნამდვილი ოცნებაა მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერიუში ისაუბრა.

”ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ეს ინფორმაცია. რა შემიძლია ვთქვა? ნებისმიერ ფეხბურთელს სურს მადრიდის "რეალში" თამაში. ეს ჩემი ოცნებაა, რატომაც არა. შეიძლება ეს ერთ დღეს ასრულდეს კიდეც. ახლა ვთამაშობ მანჩესტერ "იუნაიტედში" და მომწონს ჩემი კლუბი. მინდა ყველაფერი გავაკეთო, იმისათვის რომ კლუბი დაუბრუნდეს იმ ადგილს რასაც იმსახურებს. ვაპირებ ამ მიზნის მიღწევისთვის ჩემი შესაძლებლობის 100% გავიღო, ისევე როგორც ამას ჩემი თანაგუნდელები აკეთებენ” - ციტირებს პოგბას სისტყვებს გამოცემა Get French Football News- ს.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პოლ პოგბას შეძენა გადაიფიქრა. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთოს, მათ შორის ფედერიკო ვალვერდეზე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.