ვირჯილ ვან დეიკი: წარმოუდგენელია, რომ რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს

"სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მეჩვენება, რომ ამის ერთადერთი გზა განათლებაა. თქვენ ბავშვებს ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლოთ. რასისტად არავინ დაბადებულა. ამას მშობლები, ოჯახი ასწავლის. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სკოლებში, უნდა ვისაუბროთ მათთან ამ თემაზე.
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს. ეს ასე უბრალოდ არ უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ცხოვრება შეიძლება ძალიან მარტივი იყოს. ცხოვრების არსი სიყვარულია, სხვების მიმართ კარგი დამოკიდებულება და ის ფაქტი, რა საქმიანობას ეწევი. თქვენ უნდა დატკბეთ ცხოვრებით. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ რასისტი იყო" - აცხადებს ვან დეიკი Talksport-თან საუბრის დროს.