დეპაი: ცხოვრება გრძელდება

დეპაი: ცხოვრება გრძელდება ჰოლანდიის ეროვნული ნაკრბისა და საფეხბურთო კლუბ "ლიონის" შემტევი მემფის დეპაი, კატალონიის "ბარსელონას" შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, დასავლურ პრესაში ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად იწერებოდა, რომ "ბარსელონას", ჰოლანდიელი ფეხბურთელის გაფორმება სურდა. ტრანსფერით დაინტერესებული იყო თავად მემფისიც, თუმცა საბოლოო ჯამში გარიგება არ შედეგა.

"ცხოვრება გრძელდება. "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა იყო პირობები რომელიც ხელს უშლიდა ჩემს ტრანსფერს. ვფიქრობ, ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. ახლა მთელი ჩემი ყურადღება "ლიონისკენაა" მიმართული და მსურს აქ კვლავ მნიშვნელოვანი როლი შევასრულო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ საკუთარი საქმის კეთებას გავაგრძელებ, "ბარსელონამ" შესაძლებელია ინტერესი შეინარჩუნოს. ახლა ყურადღების გადატანა მმართებს." - ციტირებს გამოცემა Voetbal International მემფის დეპაის სიტყვებს.

ორიოდე დღის წინ, ხსენებულ საკითხს გამოეხმაურა "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი - "მემფის დეპაისთან პირნათელი ვარ. კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტს ხოსეპ ბართომეუს ორჯერ ვესაუბრე. მან მითხრა, რომ არ იცოდა როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ვიცი, რომ კუმანი პირადად იყო დაინტერესებული ამ გარიგებით, რადგან მას მოსწონდა მემფისი, სწორედ ამიტომ დეპაი მზად იყო დათმობებზეც კი წასულიყო. ახლა ის გაწბილებულია, თუმცა არა "ლიონის" მოქმედების გამო, არამედ "ბარსელონას" საქციელით. მიუხედავად ამისა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იანვრის თვეში კატალონიურ გრანდში გადაბარგდეს."

"მე კვლავ ვარ იმ იდეის ერთგული, რომელიც დეპაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გულისხმობს, მაგრამ ვინაიდან ის ყოველ ჯერზე გვეუბნებოდა "არას"- მაშინ ეს იდეა რთულად მიღწევადია"
- ციტირებდა ჟან მიშელ ოლასის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.