კავანი: კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი

კავანი: კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი მანჩესტერ "იუნაიტედის" ახალწვეული ედინსონ კავანი აცხადებს, რომ "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულების გაფორმებამდე, კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

"ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ ფეხბურთის თამაში დამესრულებინა. ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა - შესაძლებლობა, იმის რომ კარიერა დამემთავრებინა და სადმე სოფელში დავსახლებულიყავი. ჩვენ კორონა ვირუსი გადავიტანეთ. მეც, ჩემმა ოჯახმაც... სიმართლე, ის არის რომ გვეშინოდა მისი განგრძობადობის. საბედნიეროდ, ყველანი გამოვჯანმრთელდით და ახლა ყველაფერი რიგზეა.

"ეს ნორმალურია, როდესაც საფრთხის შეგრძნება თქვენს გონებას იპყრობს. იყო სხვადასხვა წინადადება და მივხვდი, რომ მსურდა ახალი კლუბის მოძიება. ჩემი აზრით, ცხოვრებაში თითოეული მოვლენა სწორედ მაშინ ხდება, როდესაც უნდა მოხდეს. იყო თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული პრობლემები, შფოთი და ა.შ დღეები გადიოდა, ჩემს გარემოცვას კი სურდა გაეგო, სად ვიქნებოდი წარმოდგენილი. ახლა მანჩესტერ "იუნაიტედში" ვარ და მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილია."
- ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ედინსონ კავანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.