დრაქსლერი: კლუბიდან წასვლაზე ვფიქრობდი

დრაქსლერი: კლუბიდან წასვლაზე ვფიქრობდი "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გასულ ზაფხულს კლუბიდან წასვლაზე ფიქრობდა.

"განვლილი სეზონი პირადად ჩემთვის საუკეთესო არ ყოფილა. არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ მიღებული ტრავმების გამოც. ამის შემდეგ ჩემპიონატი საერთოდ ვადაზე ადრე შეწყდა, მიზეზად კორონა ვირუსი დასახელდა. ეს ნამდვილად ის სეზონი იყო, რომლიც უნდა დავივიწყო.

ზაფხულში კლუბის დატოვებაზე და სხვა ჩემპიონატში საკუთარი ძალების მოსინჯვაზე ვფიქრობდი. პანდემიის გამო რთული აღმოჩნდა საჭირო კლუბის მოძიება, ისეთი კლუბის რომელიც ჩემს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. საბოლოო ჯამში მივედი იმ აზრამდე, რომ ნაადრევია ჯერ გადაწყვეტილების მიღება და ვაგრძელებ საკუთარი გზის ძიებას, პარიზულ გუნდში." - ციტირებს გამოცემა Bild იულიან დრაქსლერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ