Goal: ტუხელი ნეიმარის შესახებ საუბრობს

Goal: ტუხელი ნეიმარის შესახებ საუბრობს "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში ნეიმარის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მართალია ნეიმარი გოლების გატანით არ გამოირჩევა, თუმცა დარწმუნებულია, რომ არსებული სტატისტიკა მალე შეიცვლება.

"რის შესახებ უნდა ვესაუბრო ნეიმარს, იმის თუ როგორ უნდა გაიტანოს გოლები? თავად, მთელი კარიერის მანძილზე ალბათ ორჯერ მექნება გოლი გატანილი. ამის შესახებ მას ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ, ბამპეს კი რჩევის მიცემა შეუძლია. ვარჯიშების დროს ნეიმარს გოლები გააქვს. იგი თამაშის მსვლელობის დროსაც დაიწყებს ამის გაკეთებას. ის ამ ასპექტით არ გამოირჩევა, თუმცა მისი თამაში განსხვავებულია, ნეიმარი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მისი მენტალიტეტი მდგომარეობს შემდეგში: მას სურს გამარჯვებები, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ ფინალურ მატჩში იგი გოლს გაიტანს, მე ძალიან ბედნიერი დავრჩები."-ციტირებს თომას ტუხელის სიტყვებს გამოცემა Goal

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენი" საფეხბურთო კლუბ "ლიონსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.