ოფიციალურად: კლასენი "აიაქსის" ფეხბურთელია

ცნობილია სატრანსფერო თანხის ოდენობაც და ის 11 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელმა 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შესაბამისად კლასენი "აიაქსის" შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიური კლუბის აღზრდილია. 2011-2017 წლებში დეივი "აიაქსის" ღირსებას იცავდა. 2018 წელს მან ინგლისის პრემიერ ლიგას მიაშურა და "ევერტონის" მაისური მოირგო. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 13,5 მილიონი ევრო შეადგინა.
Back on his homeground. 😊#DavyIsHome pic.twitter.com/CwU8n9w6EC
— AFC Ajax (@AFCAjax) October 6, 2020