ეკლსტოუნი: ჰემილტონი საკუთარ თავს არ ზღუდავს

ეკლსტოუნი: ჰემილტონი საკუთარ თავს არ ზღუდავს ფორმულა 1-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი ლუის ჰემილტონის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ლუისი საკუთარ თავს არ ზღუდავს და ეს ყველაფერი მის ჩაცმის სტილშიც კი ვლინდება.

"ჩემი აზრით ის საკუთარ თავს არაფერში არ ზღუდავს. თუ უცხო ადამიანი მას პირველად შეხედავს, მისი ჩაცმის სტილიდან გამომდინარე, ვერ იფიქრებს, რომ ლუისი პილოტია, მაშინ როდესაც ნელსონ პიკე და მიხაელ შუმახერი საკუთარი პროფესიის შესაბამისად გამოიყურებოდნენ.

"ადრე პილოტების ცხოვრება ეს - მხოლოდ რბოლა იყო, ლუისის შემთხვევაში ასე არ არის. ეს განსხვავებული ცხოვრების სტილია. თუ ვისაუბრებთ ძველ თაობაზე, მაშინ ყველაზე მეტად ლუისს აირტონ სენა ჰგავს, მისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. მისთვის ეს იყო უმთავრესი. არ ვფიქრობ, რომ სხვა ბიჭებსაც რაღაც იდეალები ჰქონდათ, რომლისთვისაც ისინი მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლეც კი დაეთმოთ."
- აღნიშნავს ეკლსტოუნი გამოცემა AFP-სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.