ეკლსტოუნი: შუმახერი ბევრად დამოუკიდებელი იყო ვიდრე ჰემილტონი

"შუმახერი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად პილოტირებდა, ჰემილტონს კი ვინ აღარ ეხმარება. მას მუდმივად აწვდიან ინფორმაციას საბურავების შესახებ, სისწრაფესთან და მოსახვევებთან დაკავშირებით... ძველ დროს ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. ალენ პროსტი, რომლის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რბოლის სტარტზევე დამოუკიდებელი იყო. ეს დღეს ასე არ ხდება."
"შეუძლებელია, რაიმე ცუდი თქვა ლუისზე ან ამტკიცო იმის შესახებ, რომ ჰემილტონი ცუდი პილოტია, საქმე ამაში არა არის. საუბარია იმაზე, რამდენად სწრაფია ის სხვებთან შედარებით. ლუისი უნიჭიერესია და უნდა შედიოდეს ბოლო 30 წლის მანძილზე მყოფ ტოპ 5 პილოტთა ჩამონათვალში. უკეთესია თუ არა შუმახერზე? წარმატებით იასპარეზებდა თუ არა მიხაელი ასეთი ბოლიდით? ამის მტკიცება ძნელია" - აცხადებს ეკლსტოუნი.