კიმი რაიკონენი: კომენტატორი არასდროს გავხდები

კიმი რაიკონენი: კომენტატორი არასდროს გავხდები "ალფა რომეოს" პილოტი კიმი რაიკონენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდგომ არ აპირებს კომენტატორის რანგში მოგვევლინოს. კიმის განცხადებით, ის ტელევიზიაში ვერ იმუშავებს, როგორც ამას მისი ყოფილი კოლეგები აკეთებენ.

"როდესაც, 2010 წელს კარიერაში მცირე პაუზა ავიღე იმისათვის, რომ რალიში მონაწილეობა მიმეღო, მაშინ "ფორმულა 1"-ს თითქმის არ ვუყურებდი. ძალიან მცირე დოზით, ტელევიზორში თუ ვნახავდი რა ხდბოდა. დიახ ვიყავი მონაკოს გრან-პრიზე, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზებით. იქ მხოლოდ ფორმულა 2-ის რამდენიმე რბოლა ვნახე, როდესაც დილით ბარიდან გამოვედი."

"ფორმულა 1-ის სამყაროს გარეთ, საკუთარ თავს ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ. თქვენ, რომ ამდენი რამე გეკეთებინათ მრავალი წლის მანძილზე... მე საპატიო ლოჟაში არ ვიქნები წარმოდგენილი, იქ თუ რამე საქმე არ მექნება და ცალსახაა, არასდროს გავხდები კომენტატორი ან მსგავსი სხვა ვინმე."
- ციტირებს გამოცემა GPUpdate 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.