ვან დეიკი: მწვერვალზე დარჩენა რთულია

"ჩემი აზრით ყველაზე რთულია მწვრვალზე დარჩენა შეძლო. ყვალას ერთი რამ სურს, იხილოს შენი ვარდნა, როდესაც მწვერვალს დაიპყრობ. ამაშია ცხოვრების აზრი, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში. რაც შემეხება მე, თავს არ დავზოგავ და მაქსიმუმს გავიღებ მანამ, სანამ კარიერას არ დავასრულებ. რთული დროება დგება. ჩვენ ჩემპიონები ვართ, ამის მისაღწევად კი დიდი დრო დაგვჭირდა. მოცემული მომენტით უნდა დავტკბეთ." - ციტირებს გამოცემა ESPN ჰოლანდიელი უკანახაზელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ლივერპულმა" "ასტონ ვილასთან" მოულოდნელი მარცხი იწვნია. შეხვედრა დამანგრეველი ანგარიშით 2:7 დასრულდა.