ESPN US: კავანი ნეიმართან არსებულ დაპირისპირებას იხსენებს

ESPN US: კავანი ნეიმართან არსებულ დაპირისპირებას იხსენებს მანჩესტერ "იუნაიტედის" ურუგვაელი ახალწვეული ედინსონ კავანი, ნეიმართან არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, კავანი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში მრავალი წელი ასპარეზობდა, საბოლოო ჯამში კი "წითელ ეშმაკებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

”ის კარგი ბიჭია. ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ვიჩხუბეთ და ამის შესახებ ყველამ იცის, ეს მოხდა ”ლიონთან” გამართულ მატჩში. ჩვენ ვიჩხუბეთ და დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა, თუმცა ბევრი რამ, რასაც ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"დიახ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ არის აუცილებელი გუნდში ყველა ერთმანეთის ძმა ან მეგობარი იყოს. ჩემი აზრით უნდა ვიმეგობროთ მოედანზე, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ. ამის შემდეგ გასახდელში როდესაც შევალთ, არ არის აუცილებელი მეგობრობა იქაც გაგრძელდეს ან ყველამ ერთად ვიაროთ ვახშამზე. დიახ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, დიახ ბევრი რამ ვერ გავინაწილეთ, დიახ განსხვავებული აზროვნება გვაქვს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს.
" - ციტირებს კავანის სიტყვებს გამოცემა ESPN US

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.