დი მარციო: 2004 წელს "ჩელსი" ახლოს იყო მესის ტრანსფერთან

"ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებაა, მესის არ გადასვლა ლონდონის "ჩელსის" რიგებში. 2004 წელს არგენტინელი ძალიან ახლოს იყო ტრანსფერთან, რადგან მას სურდა, რომ მოურინიოს გუნდში ეასპარეზა. იყო ხანგრძლივი მოლაპარაკება. ჟოზეს და ლეოს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ, მათ შორის ვიდეო ზარის მეშვეობითაც."
"ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მესის "ბარსელონას" დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. მეორე შემთხვევა კი სულ რამდენიმე თვის წინ იყო." - ციტირებს დი მარციოს სიტყვებს გამოცემა Besoccer