ოლასი: დეპაი "ბარსელონას" ქცევით გაწბილებულია

ოლასი:  დეპაი "ბარსელონას" ქცევით გაწბილებულია საფეხბურთო კლუბ "ლიონის" პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მემფის დეპაის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ "ბარსელონასთან" ჩაშლილი გარიგების გამო დეპაი გაწბილებულია.

"მემფის დეპაისთან პირნათელი ვარ. კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტს ხოსეპ ბართომეუს ორჯერ ვესაუბრე. მან მითხრა, რომ არ იცოდა როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ვიცი, რომ კუმანი პირადად იყო დაინტერესებული ამ გარიგებით, რადგან მას მოსწონდა მემფისი, სწორედ ამიტომ დეპაი მზად იყო დათმობებზეც კი წასულიყო. ახლა ის გაწბილებულია, თუმცა არა "ლიონის" მოქმედების გამო, არამედ "ბარსელონას" საქციელით. მიუხედავად ამისა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იანვრის თვეში კატალონიურ გრანდში გადაბარგდეს."

"მე კვლავ ვარ იმ იდეის ერთგული, რომელიც დეპაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გულისხმობს, მაგრამ ვინაიდან ის ყოველ ჯერზე გვეუბნებოდა "არას"- მაშინ ეს იდეა რთულად მიღწევადია"
- ციტირებს ჟან მიშელ ოლასის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.