დანა უაიტმა ჯონ ჯონსის შანსები შეაფასა

დანა უაიტმა ჯონ ჯონსის შანსები შეაფასა UFC-ის პრეზიდენმა MMAJunkie-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულზე უარი თქვა და მძიმე წონაში ასპარეზობა დაანონსა.

«ჯონ ჯონსი ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურად ტოვებს. ალბათ გაიგებდით მის განცხადებას. ჯონსს მძიმე წონით კატეგორიაში სურს ბრძოლა, თუმცა არ იცის როდის და ვისთან ექნება შემდეგი ბრძოლა.

ვფიქრობ, ახლა ის შესვენებას აიღებს და საკუთარი საქმეებით დაკავდება. როდესაც დრო მოვა ის დაბრუნდება და შეიძლება მძიმე წონაში იჩხუბოს.

მიოჩიჩი ენგანუს წინააღმდეგ ეს ის ბრძოლაა რომელიც მძიმე წონაში აუცილებლად გაიმართება. ფრენსისმა ტიტულის მოპოვების შანსი დაიმსახურა. დღეს გვქონდა ორთაბრძოლის ორგანიზების შესახებ შეხვედრა. ასევე საუკეთესო ოთხი-ხუთი მებრძოლი ემზადება, რომლებსაც შემოდგომაზე ვიხილავთ. ვნახოთ როდის დაბრუნდება ჯონსი და რომელ ბრძოლას ექნება მისთვის აზრი.

ჯონსი ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში დიდი ხნის ჩემპიონია. ჩემი აზრით, ისტორიაში ყველაზე დიდებული მებრძოლია. თუ დაბრუნებას გადაწყვეტს და მძიმე დივიზიონში საკუთარი ძალების მოსინჯვას, მე არანაირი პრობლემა არ მექნება. თუმცა ახლა მას ენგანუს თავზე გადახტომა არ შეუძლია»
, – განაცხადა დანა უაიტმა.

32 წლის ჯონსი MMA-ში 2008 წლიდან ასპარეზობს. ბოლო ბრძოლა 2020 წლის თებერვალში გამართა და დომენიკ რეიესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამერიკელის ანგარიშზე 28 ბრძოლა, 26 გამარჯვება და 1 მარცხია.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.