ვინისიუსი: ბენზემა ჩემი კუმირია

"ქარიმი - ჩემი კუმირია. მის გვერდით თამაში დიდი პატივია. ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხდე უკეთესი. ვიცი, რომ მას შეუძლია დიდი დახმარება გამიწიოს. როდესაც "რეალში" გადავედი მას არ ვიცნობდი, თუმცა მყისიერად აღმომიჩინა დახმარება. ის მხარს მიჭერდა და ახლაც ამას აკეთებს. სულ მეუბნება, რომ აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და სწორი გადაწყვეტილების ძიება.
"ქარიმთან და მთლიანად "რეალის" ფეხბურთელებთან ერთად ასპარეზობა, ნადვილი ოცნებაა. მათთან გატარებული თითოეული წუთით რაღაც სარგებელს ვიღებ, რადგან რჩევები რეალურად მეხმარება. ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ ვუსმენ." - ციტირებს ბრაზილიელი ნახევარმცველის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.