ისტორიული მატჩის მოლოდინში: საქართველო — ბელარუსი

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბელარუსის მატჩის მიმდინარეობისას VAR სისტემა იმუშავებს. საქართველოს ნაკრებს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლოს.
საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში რუსულ რუბინში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიათი საგრძნობლად გაძლიერდა. ახალგაზრდა ქართველი შემტევი უდავოდ ერთ-ერთი დიდი აღმოჩენაა, რომელიც ვლადიმერ ვაისის გუნდის შეტევის პოტენციალს ზრდის.
ერთა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში ბელარუსმა საკუთარ მოედანზე 0:2 ალბანეთთან მარცხი იწვნია, თუმცა რეაბილიტაცია გასვლით შეხვედრაში ყაზახეთთან მოახერხა (2:1).
რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილ გუნდს, ქართველებმა ესტონეთი მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხეს, ხოლო უმცირესობაში მყოფ მაკედონიასთან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება ვერ მოახერხა და ფრეს დასჯდერდა (1:1).
გაცნობებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის მატჩს ცნობილი თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი განსჯის.