მოდრიჩი: მოხარული ვარ მესის გადაწყვეტილების გამო

"მესის "ბარსელონადან" წასვლა ძალიან ცუდი სიახლე იქნებოდა. მოხარული ვარ, რომ ლიონელი კატალონიური კლუბის რიგებში დარჩა. ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა. კარგია, რომ მან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჩვენი მიზანია საუკეთესოების წინააღმდეგ ვითამაშოთ." - წიტირებს ლუკა მოდრიჩის სიტყვებს გამოცემა COPE.
ზემოხსენებული საკითხის გარდა, ლუკა მოდრიჩმა გარეტ ბეილის შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარი -"ბეილს არასდროს არ ჰქონია პრობლემები "რეალის" სხვა ფეხბურთელებთან. ის შესანიშნავი ადამიანია. საუბრობდა ესპანურად და გვეხუმრებოდა. ბოლო წლებში, ბევრი რამ მოხდა და ხალხმა მისი მიღწევების შესახებ უბრალოდ დაივიწყა. მოვა დრო და გულშემატკივარი გაიხსენებს გარეტს, იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ის კლუბისთვის. თითოეული ადამიანი განსხვავებულია, გარეტი ისეთი იყო, როგორიც არის. იშვიათად ესაუბრებოდა ვინმეს, თუმცა გასახდელში მხიარული ბიჭი იყო. ვწუხვარ, რომ მისი დამსახურებები დავიწყებას მიეცა." - აცხადებდა ლუკა მოდრიჩი.