დანა უაითი: «კონორ მაკგრეგორი ყურადღების მიქცევას ცდილობს»

დანა უაითი: «კონორ მაკგრეგორი ყურადღების მიქცევას ცდილობს» ირლანდიელი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის, ბოლო დროს გამუდმებული საუბრები მომავალ მეტოქეებზე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ყურადღება მიიქციოს. ამის შესახებ Sports Illustrated-თან ინტერვიუში დანა უაითმა განაცხადა.

«როგორც კი დიდი ბრძოლის გამართვა დაიგეგმება, ასეთი კი ახლახანს ისრაელ ადესანიას ბრძოლა იყო, რომელმაც ბევრი რეკორდი დაამყარა, ერთი დღით ადრე კონორმა მომავალ მეტოქესთან ბრძოლა დააანონსა», - ამბობს დანა უაითი.

«ამით მაკგრეგორი ცდილობს ყურადღება თავის თავზე გადაიტანოს. ირლანდიელი ამას ყოველთვის აკეთებს, როგორც კი დიდი ბრძოლა დაიგეგმება».

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანიასა და პაულო კოსტას ბრძოლამდე ერთი დღით ადრე კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ოქტაგონზე დაბრუნება სურს და დიეგო სანჩესთან დაპირისპირებას აპირებს.

ირლანდიელმა მენი პაკაოსთან კრივში დაპირისპირებაც დააანონსა, რომლისთვისაც თითქოს უკვე ემზადება. ამის შემდეგ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან რევანშის სურვილი დაადასტურა და ამერიკელს საქველმოქმედო მატჩის გამართვა შესთავაზა დუბლინში, რომელიც UFC-ს მონაწილეობის გარეშე უნდა გამართულიყო.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.