პეტრა კვიტოვა როლან გაროსის ნახევარფინალშია

პეტრა კვიტოვა როლან გაროსის ნახევარფინალშია საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირის მეოთხედ-ფინალურ ეტაპზე ჩეხმა ჩოგბურთელმა, პეტრა კვიტოვამ, გერმანელი ლაურა ზიგმუნდი დამაჯერებლად ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

კვიტოვასა და ზიგმუდს შორის დაპირისპირება 1:18 საათი გაგრძელდა. 30-წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა 6 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. კვიტოვამ 10-დან 5 ბრეიკ პოინტი მოიგო და მიყოლებით სამი წარმატებული გეიმი მიითვალა.

როლან გაროსის ტურნირის ნახევარ-ფინალში 30-წლის ჩოგბურთელის მეტოქე სვიატეკი პოდოროსკას შორის გამარჯვებული იქნება.

როლან გაროსი (საფრანგეთი)

საპრიზო ფონდი: 38 000 000 ევრო

ღია კორტები, გრუნტი

გოგონებს შორის

მეოთხედ-ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 7) — ლაურა ზიგმუნდი (გერმანია) — 6:3, 6:3
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.