FIFA 21-მა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო

FIFA 21-მა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი FIFA 21-ის ანონსი უკვე შედგა და კიბერსპორტის მოყვარულები მოუთმენლად ელიან თამაშის ახალ ვერსიას, რომელიც PC, Xbox One-სა და PS4-ზე უნდა გამოვიდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 26 კრიტიკოსის რეცენზიის საფუძველზე FIFA 21-ის PlayStation 4-ის ვერსიამ 100-დან 73 ქულა მიიღო. აღნიშნული რეიტინგი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თამაშის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კიბერსპორტის მოყვარულები და კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წინა ვერსიებთან შედარებით FIFA 21 ფაქტიურად არ შეცვლილა.

იხილეთ FIFA-ს ვერსიების შეფასებები Metacritic-ზე:

FIFA 21 — 73/100
FIFA 20 — 79/100
FIFA 19 — 83/100
FIFA 18 — 84/100
FIFA 17 — 85/100
FIFA 16 — 82/100
FIFA 15 — 82/100
FIFA 14 — 87/100
FIFA 13 — 90/100
FIFA 12 — 90/100
FIFA 11 — 88/100

შეგახსენებთ, რომ ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი ხელმისაწვდომი 9 ოქტომრიდან იქნება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.