სებასტიან ფეტელი: «მიკ შუმახერი მამამისს ჰგავს»

– დიახ. უბრალოდ გასაოცარია რაოდენ ხმაურიანი იყო ადრინდელი ბოლიდები და როგორ ჩუმად დადიან ახლა. თუმცა მიკის ხილვა საჭესთან, იმ ბოლიდზე, რომელზე მამამისი იჯდა ეს უბრალოდ რაღაც არარეალური იყო.
ზოგადად მიკი ძალიან მომწონს. შესანიშნავი ბიჭია. იმს გათვალისწინებით ვინ არის მამამისი და ვინ იყო ის ჩემთვის - დიახ ეს გამორჩეული მომენტი იყო და რათქმაუნდა მანქანა, როგორც უკვე გითხარით ამ ბოლიდის დიდი ფანი ვარ.
მიკი ძალიან ჰგავს მამამისს. როგორც უკვე გითხარით, ის ძალიან მომწონს, შესანიშნავი ბიჭია. რათქმაუნდა, ახლა მიკი რთულ სიტუაციაში იმყოფება. შექმნილ ვითარებას საკმაოდ წყნარად და ნათელი გონებით უმკლავდება, საკუთარ თავს უყურებს, როგორც ზრდასრულს. ზოგადად ასეთ რამეს 20 წლის ბიჭისგან არ მოელი», – ამბობს ფეტელი.