არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს კორონა ვირუსი აქვს

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს კორონა ვირუსი აქვს ცნობილი სპორტული გამოცემა ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ედუარდო სალვიოს კორონა ვირუსზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ამრიგად ბოკა ხუნიორსის 30-წლის თავდამსხმელს თვითიზოლაციაში ყოფნა და კარანტინის გავლა მოუწევს. ESPN-ის ინფორმაციით არგენტინელმა ორი ტესტი გაიკეთა: ერთ-ერთი მათგანის პასუხი დადებითი იყო, ხოლო მეორესი უარყოფითი.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს არგენტინის ეროვნული ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება, ხოლო 13-ში გასვლაზე ბოლივიას შეხვდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.