«ფორმულა-1»-ის ათივე გუნდმა შეთანხმებას მოაწერა ხელი

«ფორმულა-1»-ის ათივე გუნდმა შეთანხმებას მოაწერა ხელი «ფორმულა-1»-ის პრესს სამსახურმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ათივე გუნდმა შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ამრიგად ყველა გუნდმა, რომელიც «სამეფო რბოლებში» მონაწილეობს, აიღო პასუხისმგებლობა, რომ ასპარეზობას 2025 წლის ბოლომდე გააგრძელებენ.

შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია პირველად «ფერარიმ», «უილიამსმა» და «მაკლარენმა» გაავრცელეს, ხოლო ოთხშაბათს ფორმალური საკითხების საბოლოო შეთანხმება მოხდა «ფორმულა-1»-ის დანარჩენ შვიდ გუნდთან.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.