უსმან დემბელე «მანჩესტერში» «იუვენტუსის» გამო არ გადავიდა

შეგახსენებთ, რომ 23-წლის ფრანგი შემტევი კატალონიელთა რიგებში 2017/18 წლის სეზონიდან ირიცხება. ესპანურმა გრანდმა დემბელეს სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ «დორტმუნდის ბორუსიას» 130 მილიონი ევრო გადაუხადა.
23-წლის ფრანგს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. გუნდში რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ დემბელეს ბარსელონაში დარჩენის საკითხი საეჭვო გახდა.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აქტიურად იწერებოდა ინფორმაცია, რომ 23-წლის ფრანგის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი «მანჩესტერ იუნაიტედი» იყო, რომელსაც ესპანური გრანდი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებზე ფასდაკლებასაც სთავაზობდა.
საბოლოოდ უსმან დემბელეს «წითელ ეშმაკებში» ტრანსფერი არ განხორციელდა. Radiot Cat-ის ინფორმაციით ფრანგმა შემტევმა ინგლისში გადაბარგებაზე უარი «ტურინის იუვენტუსთან» მიღწეული შეთანხმების გამო თქვა.
წყაროს ინფორმაციით უსმან დემბელე იტალიურ კლუბს მოურიგდა, რომ 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გადავა ტურინში.