ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს ანტირეკორდი დაამყარა

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა. მიუხედავად დაფიქსირებული შედეგისა 35-წლის ამერიკელი კალათბურთელი წარუმატებელი სტატისტიკითაც გამორჩეული იყო.
მაიამისთან დაპირისპირებაში ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 13 დაკარგვაა. NBA-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ფინალურ სერიაში ჯეიმსზე მეტჯერ დაკარგა ბურთი ლეიკერსის ლეგენდარული გამთამაშებელი მეჯიქ ჯონსონია (17 დაკარგვა, 1983 წელს და 15 დაკარგვა 1980 წელს).
ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და მაიამი ჰიტის მორიგი დაპირისპირება 10 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.