ჯორჯინიო ვეინალდუმი: «როგორც ჩანს ლივერპულში დავრჩები»

— არამგონია, რომ ინტერესი ბარსელონას მხრიდან სერიოზული ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში წინადადებას მივიღებდი. მიუხედავად ამისა, არაფერი კონკრეტული არ ყოფილა. შესაბამისად, ლივერპულში დავრჩები», - ჯორჯინიო ვაინალდუმის სიტყვებს ციტირებს Sky Sports.
— ჩემი კონტრაქტი ლივერპულთან კიდევ 10 თვეა ძალაში, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთში არასდროს არ იცი რა მოხდება».
გაცნობებთ, რომ 2020/21 წლების სეზონში ლივერპულის მაისურით ჯორჯინიო ვაინალდუმმა ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ვებ-პორტალის Transfermarkt-ის ინფორმაციით 29 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.