ლუკა მოდრიჩი: «კარიერის დასრულება რეალში მსურს»

ლუკა მოდრიჩი: «კარიერის დასრულება რეალში მსურს» «მადრიდის რეალის» ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ცნობილ ესპანურ სპორტულ გამოცემა MARCA-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბში დარჩენა და კარიერის დასრულება ესპანურ გრანდში სურს.

რათქმაუნდა, რეალში დარჩენა მსურს. მადრიდი ჩემი სახლია, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება მსურს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი პარტნიორებსა და მწვრთნელებზეა დამოკიდებული, არ მსურს ზედმეტი ტვირთი ვიყო», - ამბობს მოდრიჩი.

ჩემს შვილებსა და მეუღლეს მადრიდში ცხოვრება მოსწონთ, აქ დარჩენა ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც გვსურს. ახლა, რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას კარიერას რეალში დავასრულებდი».

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალის ღირსებას 2012 წლიდან იცავს. 35-წლის ხორვატი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2021 წლის ივნისის ბოლომდეა გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ