«ლეიკერსმა» «მაიამი» მესამედ დაამარცხა

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა. მაიამის რიგებში თავის გამოჩენა ბატლერმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 22 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტია.
The battles we live for. #LakersWin pic.twitter.com/tKpvbH3t7N
— Los Angeles Lakers (@Lakers) October 7, 2020
ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და მაიამი ჰიტის მორიგი დაპირისპირება 10 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
NBA პლეი-ოფი
ფინალური ეტაპი
მეოთხე მატჩი
«მაიამი» — «ლეიკერსი» — 96:102 (22:27, 25:22, 23:26, 26:27)
სერიის ანგარიში: 1-3