ოფიციალურად: მარიო გიოტცე "პსვ ეინდჰოვენის" ღირსებას დაიცვას

ოფიციალურად: მარიო გიოტცე "პსვ ეინდჰოვენის" ღირსებას დაიცვას ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ნახევარმცველი მარიო გიოტცე "პსვ ეინდჰოვენის" ფეხბურთელი გახდა.

ხსენებულ კლუბთან 28 წლის მოთამაშემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანელი შემტევი "პსვ"-ეს რიგებში 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, მარიო გიოტცე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

მარიო გიოტცეს ბოლო კლუბი დორტმუნდის "ბორუსია" იყო. გასულ სეზონში, 28 წლის მოიერიშემ გერმანიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა სამი გატანილი გოლით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.