სტეფანოს ციციპასი: «დიდი სლემის ტურნირის დროს სოციალურ ქსელს არ ვიყენებ»

სტეფანოს ციციპასი: «დიდი სლემის ტურნირის დროს სოციალურ ქსელს არ ვიყენებ» მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა, სოციალურ ქსელებთან საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი სლემის ტურნირების დროს ცდილობს სოც. ქსელები არ გამოიყენოს.

«დიდი სლემის ტურნირების დროს სოციალურ ქსელებს არ ვიყენებ. ვცდილობ ნებისმიერ აპლიკაციას ავარიდო თავი, რომელიც სოციალურ ქსელთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ ეს მეხმარება უფრო ადეკვატური ვიყო. ზოგიერთი ქსელი მაგალითად ტვიტერი ზოგჯერ ძალიან ტოქსიკურია. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რაზეც კორტებზე ფიქრი არ გსურს.

ზოგჯერ ინსტაგრამს ვანახელ მეგობრებისთვის და თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც მხარს მიჭერენ, ვუყვარვარ და მოსწონთ ის რასაც ვაკეთებ. სოციალური ქსელები მნიშვნელოვანია. რათქმაუნდა, ეს შენი ბრენდია, ეს გარდაუვალია. შენ შეგიძლია ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინო. მთავარია ყველაფერი სწორად აკეთო და ბოროტად არ გამოიყენო.

სოციალური ქსელები იწვევს კამათს. ვფიქრობ, რამდენიმე საათის სოციალურ ქსელში გატარება მავნებელია ადამიანებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია სოციალური ქსელები ნორმის ფარგლებში გამოვიყენოთ. ვფიქრობ ეს ცხოვრების მთავარი პრინციპია - ბალანსის დაცვა
», - ამბობს სტეფანოს ციციპასი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.