BBC: რიჩარდსი ჯეიდონ სანჩოს შესახებ საუბრობს

BBC: რიჩარდსი ჯეიდონ სანჩოს შესახებ საუბრობს მანჩესტერ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი მაიკ რიჩარდსი, "იუნაიტედის" რიგებში ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"სანჩო მანჩესტერ "იუნაიტედში" არ იასპარეზებს, სწორედ ამიტომ გულშემატკივარი იმედგაცრუებულია. ყველამ იცის, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი ძალიან დიდი თანხაა, ალბათ გამართლებული იქნებოდა მასში 75 მილიონის გადახდა. ქომაგი მაინც გაბრაზებული იქნება, რადგანაც სანჩო არის ახალგაზრდა შემტევი, შესანიშნავი მახასიათებლებით."

"ხალხს არ ესმის, რომ ფეხბურთელს ხელფასიც უნდა გადაუხადო. დანახარჯი მხოლოდ სატრანსფერო თანხა არ არის. საერთო ჯამში ხარჯი 170 მილიონ ფუნტამდე ადის, ეს ძალიან დიდი თანხაა და ასევე დიდი წნეხი იქნებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვისაც."
- ციტირებს გამოცემა BBC მაიკ რიჩარდსის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.