სილვა : "სოსიედადი" შესანიშნავი გუნდია

სილვა : "სოსიედადი" შესანიშნავი გუნდია ყველასათის კარგად ცნობილი ფეხბურთელი დავიდ სილვა, "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს.

"მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, საბოლოო ჯამში კი "რეალ სოსიედადი" ვარჩიე. ეს ძალზედ პერსპექტიული კლუბია. გარდა ამისა, მათი თამაშის სტილი იდეალურად მერგება. ამ ქალაქს კარგად ვიცნობ, რადგანაც ერთი პერიოდი "ეიბარის" შემადგენლობაში ვთამაშობდი. შესანშნავი გრძნობაა."

"მას შემდეგ რაც ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, უამრავი ადამიანისაგან ბევრი თბილი სიტყვა მივიღე. გადავდივარ ახალ ქალაქში, რომელიც მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვერგება. გადაწყვეტილება ერთიანად მივიღეთ. გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატს და კონკრეტულად "სოსიედადის" თამაშს ხშირად ვადევნებდი თვალს. ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, ბურთს ბრწყინვალედ ფლობს და კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდთან ერთად სამუშაოს დაწყებას სულმოუთმენლად ველი."
-ციტირებს "ფეხბურთელის სიტყვებს "რეალ სოსიედადის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.