ოფიციალურად: ერიკ ჩუპო-მოტინგი "ბაიერნის" ფეხბურთელია

31 წლის ფეხბურთელი, მიუნხენის "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. ჩუპო-მოტინგი გერმანიაში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
"ბუნდესლიგაში დაბრუნება სასიამოვნო შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გერმანიის უძლიერეს გუნდში გადადიხარ. ვის არ ენდომებოდა "ბაიერნში" ასპარეზობა? ითამაშო ამ გუნდში ეს დიდი პატივია. ბაიერნის მიზანი ნათელია - მოიგოს ყველაფერი. ამ მიზნის მისაღწევად კი უაღრესად მოტივირებული ვარ." - აცხადებდა "ბავარიელთა" ახალწვეული.
📸 #ServusChoupo 🔴⚪️ #MiaSanMia pic.twitter.com/2Low6iXI8E
— FC Bayern München (@FCBayern) October 5, 2020