ზიდანი: ვამაყობ ჩემი გუნდით

"ეს ფეხბურთია. ჩვენს წინაშე იყო მოწინააღმდეგე გუნდი, რომელსაც კარგი მომენტები ჰქონდა. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეორე გოლის გატანა მოვახერხეთ, რამაც მოგვცა საშუალება თამაშში მცირე ცვლილება შეგვეტანა. იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვო მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. მათ მეორე ნახევარში ჰქონდათ შანსები, მაგრამ ეს ნორმალური მომენტია. უნდა ვამაყობდეთ იმით, რაც ბიჭებმა შეძლეს. ჩვენ 3 გამარჯვება და 1 ფრე გვაქვს. კიდევ რა უნდა მოვთხოვო მათ?" - ციტირებს ზინედიზ ზიდანის სიტყვებს გამოცემა Marca.
მოცემულ მომენტში, ლა ლიგას მოპოვებული 10 ქულით მადრიდის "რეალი" ლიდერობს. კატალონიის "ბარსელონა" მე-5 პოზიციაზე იმყოფება. მათ აქტივში 7 ქულაა აღნიშნული.